Thumbnail

ჰაცუ ბაშო | გაგამარუმ მეტოქე დოჰიოდან მოისროლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გაგამარუს 6-4 ბალანსი აქვს
  • ელიტის ყველაზე ხნიერი სუმოისტი სპორტიდან წავიდა

ტოკიოში იანვრის ბაშოზე 2/3 მიილია - ელიტის ორი დივიზიონის სუმოისტებმა 10-10 ბრძოლა გამართეს. უმაღლეს დივიზიონში 10-0 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს, რომელმაც ოკინოუმი დაამარცხა და უახლოეს მდევარს უკვე ორი მოგებით უსწრებს.

ჯურიოს დივიზიონში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მძლავრი ოშიდაშით მოუგო კიოკუტაისეის და ის დოჰიოდან დარბაზში მოისროლა. გაგამარუს 6-4 ბალანსი აქვს. მისი მიზანი დადებითი ბალანსია, რის გაფორმებამდე 2 მოგებაღა რჩება. მომდევნო მეტოქე ქართველს ჯურიოს მე-8 ნომერი ენჰო (5-5 ბალანსი) ეყოლება. 

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე 39 წლის ტაკეკაძემ, რომელიც ადრე სეკივაკეს რანგს ატარებდა, სუმოდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. 

კომენტარები

ბოლო ამბები