Thumbnail

'რაც ვიხილეთ, ამაზრზენი იყო' - კახა კალაძე ჭიდაობის სკანდალს გამოეხმაურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის მერის კომენტარი ჭიდაობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით
  • კალაძის თქმით, გამოძიება დაწყებულია და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ქართულ ჭიდაობაში არსებულ დაპირისპირებას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს.

"ყველა ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ეს იყო ამაზრზენი, რაც სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს". - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები