Thumbnail

დათუნაშვილი: გეგეშიძეს მოხსნიან, რადგან ასეთი პრეზიდენტი არავის სჭირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართულ ჭიდაობაში სკანდალი გრძელდება
  • გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი დაკითხვაზე არიან დაბარებული

გრძელდება დაპირისპირება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს შორის. დღეს, ორივე მათგანი სასამართლოში დაკითხვაზეა დაბარებული. ჯერჯერობით, დაკითხვაზე მხოლოდ დათუნაშვილი გამოცხადდა და ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა…

დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეიბა არ მიუღია და ეს ყველამ იცის. მოჭიდავემ დასძინა, რომ ფედერაციის პრეზიდენტს გამბედაობაც არ ჰყოფნის რომ აღიაროს ის, რაც მოხდა. დათუნაშვილის თქმით, დაკითხვაზე ის ყველაფერს იტყვის, მისი სიმართლე კი ყველამ კარგად ნახა. ფედერაციის პრეზიდენტი აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან. 

ნაკრების კაპიტანი დარწმუნებულია, რომ გეგეშიძეს გადააყენებენ დაკავებული პოსტიდან, რადგან ასეთი პრეზიდენტი არავის სჭირდება. დათუნაშვილს აქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე იზეიმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპორტის სასახლეში საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები