Thumbnail
  • დანიელ კოლინზი ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალისტია
  • ამერიკელმა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა 3 სეტში დაამარცხა

უიმბლდონის ღია პირველობის გამარჯვებულ ანჟელიკ კერბერთან სენსაციური მოგების შემდეგ, დანიელ კოლინზი მელბურნში მიმდინარე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 25 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა 2 საათსა და 16 წუთში, 2:6, 7:5, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მელბურნამდე კოლინზს დიდი სლემის ტურნირზე არცერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, წლის პირველი დიდი სლემის მერვედფინალში კი კერბერი ორ სეტში, 6:0, 6:2 გაანადგურა.

ფლორიდელი კოლინზი, რომელიც მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ხუთშაბათს ნახევარფინალში პეტრა კვიტოვას (ჩეხეთი) შეხვდება, რომელმაც ავსტრალიელი ეშლი ბარტი ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა.

მესამე სეტში კოლინზმა პავლიუჩენკოვას შანსი აღარ დაუტოვა

27 წლის პავლიუჩენკოვამ, რომელიც 2006 და 2007 წლებში ავსტრალიის ახალგაზრდული ღია პირველობა მოიგო, დიდი სლემის მეოთხედფინალში მეხუთედ ითამაშა და ნახევარფინალში ისევ ვერ გავიდა. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი სწორედ რუსმა ჩოგბურთელმა მოიგო, მაგრამ მეორე სეტში თამაში გამოასწორა და ტაიბრეიკი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მესამე სეტში კოლინზმა პავლიუჩენკოვას შანსი აღარ დაუტოვა - 6:1. ამერიკელმა 1/64 ფინალშიც სწორედ ასე დაამარცხა გერმანელი იულია გიორგესი, რომელთან პირველი სეტი ასევე 2:6 წააგო.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები