Thumbnail

სამთო-სათხილამურო თასი | გიგანტური სლალომი და თოვლის მსოფლიო დღე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შეჯიბრება ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე გაიმართა
  • გიგანტურ სლალომში ყველა გამარჯვებული ცნობილია

ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე გიგანტურ სლალომში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა. მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა სპორტსმენებს და შეჯიბრის ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით ჩატარებულიყო.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო: სვანეთის, გუდაურის, აჭარის, ბაკურიანის გუნდებმა, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და ასევე ბაკურიანის სპორტ-სკოლების წევრებმა. სულ 73 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირველი შემთხვევაა სპორტსმენთა ასეთი სიმრავლე.

გიგანტურ სლალომში ჩემპიონები გახდნენ:

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძე და ლუკა დულათი.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანი და ირაკლი არღვლიანი.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი ნინო და გიორგი კურტანიძეები.

შეჯიბრების დასასრულს, თოვლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ბავშვებს საჩუქრად მაისურები, სიგელები და სტიკერები დაურიგდათ. სპორტსმენები ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები