Thumbnail
  • კატალონიური გრანდის ყურადღება სტეფანო სენსიმაც მიიპყრო
  • 23 წლის იტალიელ ნახევარმცველზე მოლაპარაკება დაწყებულია
  • ფეხბურთელი ბარსელონაში შესაძლოა ზაფხულში აღმოჩნდეს

მაშინ, როცა ბარსელონას ბევრი გულშემატკივარი კევინ პრინს ბოატენგის მოულოდნელი ტრანსფერის გამო ჯერაც გაკვირვებულია, კატალონიური გრანდი სასუოლოდან კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს.

football-espana-ს ინფორმაციით, ბარსელონა 23 წლის იტალიელი ნახევარმცველით სტეფანო სენსით ინტერესდება. კატალონიურ კლუბს უკვე ჰქონდა კონტაქტი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან, ამჟამად კი მოლაპარაკებები უშუალოდ სასუოლოსთან მიმდინარეობს.

168 სმ სიმაღლის ნახევარმცველს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ბარსელონას კი სენსის დამატება ზაფხულში სურს.

ბარსელონა ერთადერთი არაა, სტეფანოს ხელში ჩაგდება რომ სურს. მანამდე იწერებოდა, რომ ფეხბურთელის გადაბირებით მილანი ინტერესდებოდა. 

სტეფონო სენსი სან მარინოსა და ჩეზენაში თამაშობდა, სასუოლოში კი 2016 წლიდან გამოდის. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 15 მატჩში ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. 

23 წლის ნახევარმცველს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთი ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული - შარშან ნოემბერში, აშშ-სთან (1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები