Thumbnail

ქართველები ევროტურნირებზე - რასინგი და კლერმონი მეოთხედფინალში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი მორაგბეების გუნდების მეტოქეები ცნობილია
  • კლერმონი და რასინგი ტიტულებისთვის იბრძოლებენ

რაგბის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ორივე ტურნირის პლეი ოფში ქართველების თითო გუნდმა გააღწია. ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის რასინგი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ტულუზს შეხვდება. ქართველების გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ფრანგულმა გუნდმა 6-დან 5 მატჩი მოიგო. მეოთხედფინალური მატჩი 29 მარტს გაიმართება. ფინალი ნიუკასლში 'სენტ ჯეიმს პარკზე' ჩატარდება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ლენსტერია, რომელმაც შარშანდელ ფინალში სწორედ რასინგს მოუგო. რასინგს ჩემპიონთა თასის ფინალში ორჯერ უთამაშია, ფრანგებმა ორივე ფინალი წააგეს.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალები

ედინბურგი (შოტლანდია) V მანსტერი (ირლანდია)

სარასენსი (ინგლისი) V გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)

ლენსტერი (ირლანდია) V ალსტერი (ირლანდია)

რასინგი (საფრანგეთი) V ტულუზი (საფრანგეთი)

ჩელენჯ ქაფზე დავით ზირაქაშვილის, ბექა კაკაბაძისა და ვიქტორ კოლელიშვილის კლერმონმა ჯგუფში ექვსივე მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში კლერმონის მეტოქე ნორთჰემპტონ სეინტსი იქნება. ფრანგულმა გუნდმა ინგლისელებს ჯგუფში ორივე მატჩი მოუგო.

ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალები

კლერმონი (საფრანგეთი) V ნორთჰემპტონ სეინტსი (ინგლისი)

ლა როშელი (საფრანგეთი) V ბრისტოლი (ინგლისი)

სეილ შარქსი (ინგლისი) V კონახტი (ირლანდია)

ვორჩესტერ უორიორსი (ინგლისი) V ჰარლექინსი (ინგლისი)

კომენტარები

ბოლო ამბები