Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო
  • პისტონსი ვაშინგტონთან 14 ქულით დამარცხდა
  • ზაზამ 23 წუთში 4 ქულა ჩააგდო

ზაზა ფაჩულიას დეტროიტი ვაშინგტონს ესტუმრა და, საკრამენტოსთან მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო - 87:101. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს და ეს უპირატესობა დარჩენილი დროის განმავლობაში არ დაუკარგავთ.

ზაზა ფაჩულიამ 23:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და სამივე ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა. სტუმართა მხრიდან საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინს ჰქონდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. გრიფინმა 29 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა დააგროვა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც პისტონსში 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა, რეჯი ბალოკია. ბალოკმა 12 ქულა ჩააგდო და ბურთი 7-ჯერ მოხსნა.

ვაშინგტონში 10 და მეტი ქულა შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა. ტრევორ არიზამ და ტომას ბრაიანტმა ორმაგი დუბლი მიითვალეს. ყველაზე მეტი ქულა სწორედ არიზამ ჩააგდო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და ბურთი ფარიდან 12-ჯერ მოხსნა. ერთით ნაკლები ქულა ჩააგდო ოტო პორტერმა.

დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და ვაშინგტონი პისტონსს ერთი პოზიციით ჩამორჩება. ფაჩულიას გუნდის მომდევნო მეტოქე პელიკანსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები