Thumbnail

ქართველები აუქციონზე - პეტრიაშვილი და ხინჩეგაშვილი პრო-ლიგას მოგებით იწყებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენო პეტრიაშვილი ინდოეთის ჩემპიონმა პენჯაბ როიალსმა აიყვანა.
  • ფინალისტმა ჰარიანა ჰამერსმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბოლო მომენტში დაიმატა.
  • I ტურში ქართველებმა იმარჯვეს.

თავისუფალ ჭიდაობაში ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატში (პრო-ლიგა) ორი ქართველი ჭიდაობს - ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

გენო პეტრიაშვილი მოქმედმა ჩემპიონმა პენჯაბ როიალსმა აუქციონზე 78 ათას დოლარად შეიძინა.

ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც უცხოეულ მოჭიდავეში გადაიხადეს. 

შარშანდელმა ფინალისტმა ჰარიანა ჰამერსმა კი ბოლო მომენტში შეძლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დამატება, თუმცა კვოტა მხოლოდ 57 კილორგამ წონით კატეგორიაში იყო დარჩენილი და ამიტომ 65-ში გადაბარგებულ ლადოს სასწრაფო წესით მოუწია წონის დაკლება. 

ქართველთა კლუბებმა უკვე გამართეს I ტურის შეხვედრები. ჰარიანამ ვეერ მარათასი 5:2 დაამარცხა. გაიმარჯვა თავად ხინჩეგაშვილმაც, რომელმაც ინდოელი შარვან შარვანი დაამარცხა - 7:3.

თანამემამულეს არც გენო პეტრიაშვილი ჩამორჩა, მან აზერბაიჯანელ ჯამალედინ მაგომედოვს აჯობა - 4:3, მაგრამ პენჯაბ როიალსი უპ დანგალთან დამარცხდა - 3:4.

დღეს ჰარიანა დელი სულთანსს ხვდება, ხოლო პენჯაბ როიალსი ვეერ მარათასს 14 იანვარს დაუპირისპირდება.

► ხინჩეგაშვილმა და პეტრიაშვილმა მსოფლიო საკლუბო თასი მოიგეს

კომენტარები

ბოლო ამბები