Thumbnail
  • გოგა ბითაძის ინტერვიუ მონტენეგროს საიტთან
  • გოგა NBA-ს დრაფტზე
საუკეთესო დებიუტი? გოგა ბითაძის საოცარი ციფრები ევროლიგაზე

პოდგორიცას ბუდუჩნოსტის ცენტრმა გოგა ბითაძემ მონტენეგროულ საიტთან (cdm.me) ინტერვიუში უახლოეს მიზნებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ მისი ოცნება NBA-ში თამაშია.

გოგა ბითაძე: ამ სეზონში მთავარი მიზანი ABA-ს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება და ევროლიგაზე კარგი გამოსვლაა. ადრიატიკის ლიგაში ბევრი კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ტიტულის დაცვის კარგი შანსი გვაქვს. 

cdm.me: თქვენი სიტუაცია ძალიან ჰგავს ანტე ჟიჟიჩისას, რომელიც სამი წლის წინა ციბონადან დარუშაფაკაში ევროლიგის გამოცდილების მისაღებად გადავიდა და შემდეგ NBA-ში აღმოჩნდა. NBA თქვენთვისაც ოცნებაა?

გოგა ბითაძე: ამაზე ყოველდღე ვფიქრობ და ვშრომობ საამისოდ. თავიდან ჩემთვის უმთავრესი ევროლიგაზე თამაში იყო, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ NBA-ში წავიდე. კარგია, თუ ჩემი ისტორია ჟიჟიჩისას ბოლომდე დაემსგავსება.

cdm.me: NBA-ში თამაშს ახალი სეზონიდანვე აპირებთ თუ კიდევ ერთ სეზონს ევროლიგაში გაატარებთ?

გოგა ბითაძე: ჯერ არ ვიცი რა მოხდება, არც იმის გარანტიაა, რომ რომელიმე კლუბი აუცილებლად ამიყვანს დრაფტზე. პირველ რიგში, დრაფტისთვის ჯანმრთელმა უნდა მივაღწიო. უნდა გავძლიერდე, როგორც ფიზიკურად ისე სათამაშო კომპონენტებში. მომავლის დაგეგმვის დრო ჯერ კიდევ მაქვს. 

cdm.me: ამერიკაში რომელ კლუბში თამაში გსურთ?

გოგა ბითაძე: რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი გუნდი შერჩეული მაქვს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ისეთ გუნდში მოვხვდე, სადაც ყურადღებას მომაქცევენ და ჩემს კარიერაზე იზრუნებენ. 
დღეს ადრიატიკის ლიგაში ბითაძის ბუდუჩნოსტი ცედევიტას ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები