Thumbnail

AO | პირველად სამი წლის შემდეგ - ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:7, 6:2, 6:3 დანიილ მედვედევი
  • მსოფლიოს პირველი ჩოგანი 1/4 ფინალში კეი ნიშიკორის ხვდება

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია (2016 წლის შემდეგ პირველად) - მელბურნში სერბმა მარათონული მატჩი (შეხვედრა 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა) დანიილ მედვედევს (19), რომელიც ტურნირზე მე-15 ნომრას იყო განთესილი - 6:4, 6:7 (5:7), 6:2, 6:3. ყველაზე დიდხანს მეორე სეტი გაგრძელდა, რომელიც 22 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ტაი ბრეიკში 7:5 მოიგო, თუმცა ამის მერე ჯოკოვიჩის უპირატესობა გამოიკვეთა, რომელმაც მესამე და მეოთხე სეტებში 2-2 ბრეიქი განახორციელა. 

23 იანვარს მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი ჯოკოვიჩი მე-8 ნორმად განთესილ კეი ნიშიკორის (9) ხვდება. იაპონელთან სერბს უდიდესი უპირატესობა აქვს 19 შეხვედრიდან 17 მოუგო, მათ შორის ზედიზედ 15 ბოლოს. ნიშიკორიმ თავისი მატჩი კიდევ უფრო მომქანცველ ბრძოლაში მოიგო, ესპანელ კარენო-ბუსტასთან შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

"თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, ასეთ ჯანზე არასოდეს ვყოფილვარ - ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე მისმენს", - იხუმრა ჯიმ კურიეს კითხვაზე ნოვაკმა მატჩის შემდეგ. 

სხვა მატჩები

ლუკა პუი (საფრანგეთი, 28) 6:7, 6:4, 7:5, 7:6 ბორნა ჩორიჩი (ხორვატია, 11)

კეი ნიშიკორი (იაპონია, 8) 6:7, 4:6, 7:6, 6:4, 7:6 პაბლო კარენო-ბუსტა (ესპანეთი, 23)

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები