Thumbnail

ნიუ ინგლენდი ზედიზედ მესამედ სუპერბოულში! 41 წლის ბრეიდი ისევ ფორმაშია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 41 წლის ბრეიდი ისევ სუპერ ფორმაშია
  • ლეგენდარული კვოტერბეკი მეექვსე ჩემპიონობის მოლოდინში

გუშინ კანზას სიტი ჩიფსთან გამარჩების შემდეგ, ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი სუპერბოულში ზედიზედ მესამედ გავიდა და ეს პირველრიგში გუნდის ლიდერი და ამერიკული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის - ტომ ბრეიდის დამსახურებაა.

5 გზის ჩემპიონის შესანიშნავმა თამაშმა, მატჩში გარდატეხა შეიტანა და ბოსტონელებმა შეხვედრა ბოლო წუთებზე 37:31 მოიგეს. "არ ნებდებდოენენ და არც ჩვენ დავნებდით..." ამბობს ბრეიდი. "ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, რა მატჩი იყო!"

გუნდის მთავარი მწვრთნელი ბილ ბელიჩეკი და ტომ ბრეიდი ერთად მეცხრე სუპერბოულს ითამაშებენ. გუნდს ატალანტაში ლოს ანჯელეს რამსი ელოდება, რომელმაც ნიუ იორლეანსი 26-23 დაამარცხა.

რამსმა ბოლოს სუპერბოული 2002 წელს ითამაშა, როდესაც კლუბი სენტ-ლუისში იყო ბაზირებული, მაშინ სენტ-ლუისელებმა სუპერბოული სწორედ ნიუ ინგლენდთან წააგეს.

41 წლის ტომ ბრეიდი იქნება ყველაზე ასაკოვანი კვოტერბეკი სუპერბოულების ისტორიაშია. ბილ ბელიჩეკი კი კარიერაში მეექვსე სუპერბოულის მოგებას შეეცდება, რითიც ბილ უოლშს და დონ შულას გაასწრებს, რომლებსაც ასევე 5-5 ჩემპიონობა აქვთ.

AFC Championship: Patriots vs. Chiefs

What a game. AFC Championship game highlights.

Posted by New England Patriots on კვირა, 20 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები