Thumbnail

რუბიკის კუბის აწყობაში ზამთრის თასი გაიმართა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირი სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა
  • ყველაზე დიდი ინტერესი 3X3 კატეგორიამ გამოიწვია

20 იანვარს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა რუბიკის კუბის ზამთრის ჩემპიონატი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ტურნირი სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

ყველაზე დიდი ინტერესი 3X3 კატეგორიამ გამოიწვია. პირველ ადგილზე გავიდა თამარ დოლენჯიშვილი, რომლის საშუალო შედეგი 9 წამი იყო. მეორე ადგილზე ვაკო მარჩილაშვილი გავიდა, რომელმაც 10 წამი აჩვენა. ფინალში სწორედ ეს ორი სპორტსმენი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ტურნირის მსვლელობისას, საუკეთესო დრო ფინალისტებმა: ვაკომ და თამარმა აჩვენეს - მათ რუბიკის კუბის ასაწყობად მხოლოდ 7 წამი დასჭირდათ.

რუბიკის კუბის ზამთრის თასი    

კომენტარები

ბოლო ამბები