Thumbnail
  • სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია
  • 37 წლის ამერიკელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი დაამარცხა

ახლა კი თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის ფავორიტია!

37 წლის ამერიკელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზეა, მერვედფინალში პირველ ადგილზე მყოფი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და დიდი სლემის 24-ე ტიტულს უმიზნებს. თუ ტურნირს მოიგებს, სერენა ავსტრალიელი მარგარეტ კორტის რეკორდს გაიმეორებს და დიდი სლემის 24-ე ტიტულს მოიპოვებს.

UPDATE: გერმანელების შემდეგ რუსსაც მოუგო - დანიელ კოლინზი ნახევარფინალშია!

სერენამ მასზე 10 წლით უმცროსი მეტოქე 1 საათსა და 47 წუთში, 6:1, 4:6, 6:4 დაამარცხა. შარშანდელი ფინალისტ ჰალეპს ახლა WTA-რეიტინგში ლიდერობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

“ძალიან ინტენსიური მატჩი გამოდგა, საოცარი ბრძოლა იყო. კიდევ ერთხელ დავარწმუნე ყველა, რომ მაგარი მებრძოლი ვარ და არასდროს ვნებდები!” - განაცხადა უილიამსმა მატჩის შემდეგ.

სერენა უილიამსი ოთხშაბათს ჩეხ კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებული გარბინე მუგურუსა 6:3, 6:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ შარშან სერენამ უიმბლდონისა (ანჟელიკ კერბერთან) და აშშ-ის ღია პირველობის (ნაომი ოსაკასთან) ფინალები წააგო. სერენა, რომელიც წლების მანძილზე პირველი ჩოგანი იყო, ავსტრალიის ღია პირველობაზე წელს დაბრუნდა. 2017 წელს მან წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი მეშვიდედ მოიგო, შარშან კი ავსტრალიის ღია პირველობა ქალიშვილის დაბადების გამო გამოტოვა.

📺 ვიდეო: სერენა უილიამსი 6:1, 4:6, 6:4 სიმონა ჰალეპი

მეოთხედფინალშია აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული ნაომი ოსაკაც, რომელიც წლის პირველი დიდი სლემის ამ ეტაპზე კარიერაში პირველად გავიდა. 21 წლის იაპონელმა მე-13 ჩოგან ანასტასია სევასტოვა 1 საათსა და 47 წუთში, 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. მეოთხედფინალში ოსაკა იელენა სვიტოლინას შეხვდება. ამ უკანასკნელმა ამერიკემ მედისონ კიზს (17) 6:2, 1:6, 6:1 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები