Thumbnail

ლებრონ ჯეიმსის შემდეგ - ლეიკერსს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაუშავდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსის უიღბლობა გრძელდება
  • ლებრონ ჯეიმსისა და რაჟონ რონდოს შემდეგ ლონზო ბოლიც დაშავდა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა: NBA-ს 16-გზის ჩემპიონს ლონზო ბოლის სახით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაუშავდა და როგორც გაირკვა, 21 წლის გამთამაშებელი 4-დან 6 კვირამდე დაისვენებს. ბოლმა ტრავმა შაბათს, ჰიუსტონ როკეტსთან (134:138 ოვერტაიმში) შეხვედრაში მიიღო.

ლონზო ბოლი მინიმუმ ერთი თვე ვეღარ ითამაშებს

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსს მთავარი ფიგურა, ლებრონ ჯეიმსიც დაშავებული ჰყავს. ასევე ტრავმირებულია რაჟონ რონდოც. თუმცა ლებრონ ჯეიმსი, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაშავდა, მალე გამოჯანმრთელდება - ბოლო ინფორმაციით, ლებრონი გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ კვირაში დაიწყებს. ექიმები რონდოს დაბრუნებასაც მალე ვარაუდობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები