Thumbnail

სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი - სლალომის ყველა გამარჯვებული ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
  • მოთხილამურეებმა სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს

2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანი მასპინძლობს. 19 იანვარს სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა. მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს:

ბავშვები  I (დაბადების წელი 2005-2006)

ბავშვები II (დაბადების წელი 2003-2004)

მოზრდილები (დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი)

სლალომში გამარჯვებულები გამოვლინდა

შეჯიბებარში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ანი ჩიტაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე ნატა მეხეშიძე და ნატა ჩოგაძე გავიდნენ. ვაჟთა შორის კი ოთარ წულეისკირმა მოიგო, მეორე ადგილზე გიორგი გულედანი გავიდა, მესამე ადგილი კი ლუკა ბურდულმა დაიკავა.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის შეჯიბრება მოიგო ელენე ჩივაძემ, მეორე და მესამე ადგილები მარიამ ნავერიანმა და მარი ჩოგაძემ დაიკავეს. ვაჟთა შორის კი საუკეთესო სამეული ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი: ლუკა ბუჩუკური, მეორე ადგილი: ირაკლი არღვლიანი და მესამე ადგილი: ნიკოლოზ გაგაძე.

ორშაბათს მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან

2002 წლის ზემოთ დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული კატო გოცირიძე გახდა, მეორე ადგილი თამარ ბარბარიანმა დაიკავა, მესამე ადგილს კი მაგატა ჯაფარიძე დასჯერდა. ვაჟთა შორის შეჯიბრება ლაშა კურტანიძემ მოიგო, მეორე და მესამე ადგილები ნოდარ კოზანაშვილმა და გიორგი აბრამაშვილმა დაიკავეს. ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები