Thumbnail

ბარსელონამ ლეგანესს მოუგო! მესის გოლი და დემბელეს ტრავმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა 3:1 ლეგანესი
  • მესიმ ლა ლიგაში 401-ე გოლი გაიტანა,
  • დემბელემ 69-ე წუთიდან თამაში ვეღარ გააგრძელა

ბარსელონამ ლა ლიგის მეორე წრე მოგებით დაიწყო. კატალონიელებმა 'კამპ ნოუზე' ლეგანესს უმასპინძლეს და მეტოქეს 3:1 მოუგეს. მასპინძლებმა პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანეს, ლამაზი კომბინაცია უსმან დემბელეს გოლით დასრულდა და კატალონიელებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს.

ლეგანესმა მეორე ტაიმში გაათანაბრა. 57-ე წუთზე დანიელმა ბრაიტვაიტმა ენ ნესირის გადაცემით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც მინდორზე ლიონელ მესი გამოჩნდა, რომელმაც კარლეს ალენია შეცვალა.

69-ე წუთზე უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია დემბელეს ტრავმა. მან მარცხენა ფეხი იღრძო და ორშაბათს იქნება საბოლოო პასუხი თუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ფრანგი ფეხბურთელი.

ორ წუთში მესის დარტყმის შემდეგ ივან კუელარმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ლუის სუარესმა სეზონის მე-15 გოლი გაიტანა. გოლით მესიმაც გამოიჩინა თავი, არგენტინელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ბარსელონას 46 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარს მადრიდის ატლეტიკოს 5 ქულით ჩამორჩება. კატალონიელების მომდევნო მეტოქე სევილია იქნება. მატჩი 24 იანვარს კოპა დელ რეის ეგიდით გაიმართება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

ლუის სუარესმა ლეგანესთან გატანილი გოლით ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულში შეაღწია. ურუგვაელს 167 გოლი დაუგროვდა.

ალბამ ლეგანესთან მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც საგოლე გადაცემების რაოდენობა ამ სეზონში ექვსამდე გაზარდა.

მარტინ ბრაიტვაიტი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ბარსელონასაც და რეალსაც გაუტანა. დანიელმა რეალთან თასზე გამოიჩინა თავი, ბარსელონას კი ლა ლიგაში გაუტანა. ასეთი რამ ამ სეზონში დიეგო კოშტამ და სერხიო კანალესმა გააკეთეს.

მესი მე-500 გოლისკენ დაიძრა. არგენტინელმა ლეგანესთან 401-ე გოლი გაიტანა.

მესის კარიერაში ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ 22 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით არგენტინელი 21-ე საუკუნეში პირველობას არავის უთმობს.

მატჩის მიმოხილვა 📺

დღის სხვა მატჩები

ბეტისი 3:2 ჟირონა 📺

ვილიარეალი 1:1 ბილბაო 📺

ლევანტე 2:0 ვალიადოლიდი 📺

რაიო ვალეკანო 2:2 სოსიედადი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები