Thumbnail

სანაძემ პოლონეთში 20 ქულა ჩააგდო - ქართველი მეორედ დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დუდა სანაძის მეორე მარცხი პოლონეთის ჩემპიონატში
  • ქართველმა კალათბურთელმა მეორე თამაშშიც კარგად იასპარეზა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში დუდა სანაძის როსა რადომმა ოსტროვ ვიელკოპოლსკის უმასპინძლა და 4 ქულით, 80:84 დამარცხდა. სანაძემ, სადებიუტო მატჩის მსგავსად, მეორე შეხვედრშიც კარგად ითამაშა. დუდამ 34 წუთში 20 ქულა ჩააგდო. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

დუდა ფინელ თანაგუნდელს ლინდბომს ერთი ქულით ჩამორჩა. როსა რადომი ბოლო პერიოდის წინ შეხვედრას ხუთი ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდი 25:16 დათმო და სეზონში მეთერთმეტედ დამარცხდა. სანაძის გუნდის მომდევნო მეტოქე გდინია იქნება, რომელიც ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. მატჩი 27 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები