Thumbnail
  • გიორგი შერმადინის უნიკახამ ობრადოიროსთან წააგო
  • ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა ესტუდიანტესთან განადგურდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ სტუმრად ობრადოიროსთან სამი ქულით, 86:89 წააგო. ქართველმა კალათბურთელმა 18:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულას, 6 მოხსნასა და ერთ გადაცემას მოუყარა თავი. გიორგიმ ასპროცენტიანი შედეგით ისროლა, მან 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

უნიკახა მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში ბარსელონას შეხვდება, რომელმაც მე-17 ტურში შენგელიასა და ჯენინგის ბასკონიას მოუგო - 82:73.

ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ ესტუდიანტესთან 24 ქულით წააგო - 82:64. ქართველმა კალათბურთელმა 27:39 წუთში მეტოქეს 10 ქულა ჩაუგდო, ბურთი 2-ჯერ მოხსნა და ერთი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

გიპუსკოას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბურჯანაძის გუნდს 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სარაგოსას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები