Thumbnail
  • როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
  • შვეიცარიელი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა
  • ბასილაშვილის მძლეველმა როჯერს 4 სეტში მოუგო

ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი, რომელმაც 1/16 ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია. ციციპასმა, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილზეა, მერვედფინალში თვით როჯერ ფედერერი დაამარცხა!

ფაქტია, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ფავორიტებს ცუდი დღე აქვთ: მას მერე, რაც ქალთა შორის ანჟელიკ კერბერი და მარია შარაპოვა დამარცხდნენ, ახლა წლის პირველ დიდ სლემს, ყველასათვის მოულოდნელად, როჯერ ფედერერიც გამოეთიშა. შვეიცარიელმა ბერძენთან 7:6, 6:7, 5:7, 6:7 წააგო. როგორც ხედავთ, ოთხიდან სამ სეტში ტაიბრეიკი გახდა საჭირო.

მეოთხედფინალში სტეფანოს ციციპასი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება, რომელმაც მარინ ჩილიჩი 5 სეტში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ დღესვე ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი და ფრენსის ტიაფო გავიდნენ - ისინი ერთმანეთს სამშაბათს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები