Thumbnail
  • სკანდალი ქართულ ჭიდაობაში გრძელდება
  • რუსთავი 2-მა ექსკლუზიური კადრები გაავრცელა

სკანდალური გამოდგა საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც 10-13 იანვარს გაიმართა. 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში რობერტ კობლიაშვილი ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა, ეს ორთაბრძოლა კი ხელჩართულ ჩხუბსა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ამ თემას ზურაბ დათუნაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. დათუნაშვილმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დიქტატორულ მმართველობაში დაადანაშაულა და ფედერაციაში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა. დათუნაშვილის თქმით, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება სწორედ ფედერაციის მესვეურების პროვოცირებულია, პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ კი მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, სადაც სწორედ ეს დაპირისპირებაა ასახული. გთავაზობთ რუსთავი 2-ის სრულ სიუჟეტს. 

ერთადერთი ჩანაწერი, სადაც ევროპის ჩემპიონზე თავდასხმაა ასახული

ექსკლუზიური კადრები - ვიდეომასალა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონზე ფიზიკურ თავდასხმას ასახავს დეტალურად ნახეთ ბმულებზე http://rustavi2.ge/ka/news/123760?fbclid=IwAR3wmhm6VGRohgLyFMnbeoJURMbn47TsFrPCMLTy0NrJEl8l93-DequTuJ4 http://rustavi2.ge/ka/news/123765?fbclid=IwAR1OeGnmGdKkTezMgJJ22eoS60dFYaOKBYbz3RyMd_hsNkK4eNWJ8VkTd5M

Posted by Rustavi 2 on შაბათი, 19 იანვარი, 2019

კომენტარები

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და შემდეგი განაცხადა: "თუ ეგეთი ფაქტი მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა. როდესაც პრეზიდენტი ხარ, თმენის უნარი უნდა გქონდეს. პირველ რიგში, ეს საკითხი აღმასკომმა უნდა განიხილოს. თუ დანაშაულის ნიშნებია გამოკვეთილი, ეს უკვე სხვა საკითხია”.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ქმედება გააკრიტიკა გურამ საღარაძემ, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, დღეს კი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრია: "ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის: ზრდილობის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების და თანადგომის მაგალითი. რაც მოხდა, ყოვლად მიუღებელია. ამ საკითხზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს”.

კომენტარები

ბოლო ამბები