Thumbnail

40 წლის პაკიაომ ედრიენ ბრონერი 12 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მეივეზერამდე, ფილიპინელს ბრონერი უნდა დაემარცხებინა
  • არის შანსი, რომ პაკიაოს ფლოიდთან რევანშის შანსი მიეცეს...

მენი პაკიაომ მასზე 11 წლით უმცროსი - ედრიენ ბრონერი 12 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ამბობენ, რომ ეს ბრძოლა მეივეზერთან რემატჩის ერთგვარი შესავალი იყო, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი.

მეივეზერი ბრძოლას დარბაზიდან ადევნებდა თვალს, ფილიპინელმა პოლიტიკოსმა და მოკრივემ კარიერაში თავის 61-ე ბრძოლა მოიგო და ქამარი წარმატებით დაიცვა...

"40 წლის ასაკშიც შემიძლია ჩემი საუკეთესო ფორმა ვაჩვენო..." ამბობს პაკიაო. "მინდოდა ცოტა აგრესიულად მეჩხუბა, თუმცა ჩემმა გუნდმა მირჩია, რომ დარტყმები დამეთვლა და შანსებს დავლოდებოდი."

ედრიენ ბრონერი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა "მოვიგე, ყველამ დაინახა, რომ ეს მატჩი მოვიგე - ბოლო 7 რაუნდი სუფთად ჩემი იყო!"

► ბრონერთან მოგების შემდეგ, პაკიაოს ტვიტერის გვერდზე სექტემბერში ჩაწერილი ცნობილი ვიდეო 'აპინეს'...

კომენტარები

ბოლო ამბები