Thumbnail
  • პსჟ 9:0 გენგამი
  • MCN-ის 8 გოლი ერთ თამაშში!

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლიდერმა პარი სენ-ჟერმენმა ბოლოადგილოსანი გენგამი გაანადგურა - 9:0. ამ შეხვედრაში კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ ჰეთ-თრიკი შეასრულეს, ნეიმარმა დუბლი იკმარა, ერთი გოლი კი შეცვლაზე შესულმა მონიემ გაიტანა. პსჟ 53 ქულით ლიდერია და 13 ქულით უსწრებს მე-2 ადგილზე მყოფ ლილს, რომელსაც 2 თამაშით მეტი აქვს გამართული. პსჟს შემტევმა სამეულმა MCN-მა (მბაპე, კავანი, ნეიმარი) 8 გოლი გაიტანა!

ამ მოგებით პსჟ-მ საკუთარი რეკორდი გაიმეორა - ლიგა 1-ში 9:0 მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული - 2016 წელს ტრუასთან. 

პსჟ 9:0 გენგამი

გოლები: 1:0 ნეიმარი (11), 2:0 მბაპე (37), 3:0 მბაპე (45), 4:0 კავანი (59), 5:0 კავანი (66), 6:0 ნეიმარი (68), 7:0 კავანი (75), 8:0 მბაპე (80), 9:0 მონიე (83)

პსჟ (4-3-1-2): ბუფონი - კეჰრერი, ტიაგო სილვა (76. მონიე), მარკინიოსი, ბერნატი (67. კურზავა) - დანი ალვეში, ვერატი (19. დრაქსლერი), ნეიმარი - დი მარია - კავანი, მბაპე 

კომენტარები

ბოლო ამბები