Thumbnail
  • რეალი 2:0 სევილია
  • ლუკა მოდრიჩის მე-2 გოლი

ესპანეთის ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო, მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის რეალმა 2:0 მოუგო სევილიას და უშუალო კონკურენტს გადაასწრო და 36 ქულით მესამე ადგილზეა, სევილია 33 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა.

78-ე წუთზე რეგილონის პასით კაზემირომ შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, ხოლო 92-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა სტუმართა მცველს ბურთი "მოპარა", მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა - 2:0. ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მხოლოდ მეორე გოლია ჩემპიონატში.

რეალი 2:0 სევილია

გოლები: 1:0 კაზემირო (78), 2:0 მოდრიჩი (92)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (88. ვალვერდე) - ლ. ვასკესი (77. ისკო), ბენზემა, ვინისიუსი

სევილია (3-1-4-2): ვაცლიკი - კიაერი, გომესი, კარისო - ბანეგა - ხესუს ნავასი, სარაბია, ფ. ვასკესი, ესკუდერო (86. ხილი) - ანდრე სილვა (75. ელ ჰადიდი), ბენ იედერი (71. პრომესი)

კომენტარები

ბოლო ამბები