- საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტით გოგა ევროლიგაზე მესამეა
- ბითაძეს ევროლიგის Rising Star ტროფეი გარანტირებული აქვს?
გუშინდელი სუპერმატჩის შემდეგ 19 წლის გოგა ბითაძე ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა - მან კარიერაში პირველად გააკეთა ორმაგი დუბლი ევროლიგაზე, ხოლო მისმა ბუდუჩნოსტმა სენსაციურად დაამარცხა ევროლიგის ჩემპიონი მადრიდის რეალი - 73:60.
ევროლიგის TOP 10 PLAY-ში გოგა ბითაძის დაფარება მე-5 ადგილზე მოხვდა.
გთავაზობთ გოგას საოცარ სტატისტიკას ევროლიგაზე, სადაც მან ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მატჩების სიმცირის გამო გოგას ევროლიგის სტატისტიკის გვერდზე ლიდერებში ვერ ვხედავთ, თუმცა ეს თავად ქართველი კალათბურთელის ბრალი არ არის. შეგახსენებთ, რომ ის წინასააახალწლოდ გადავიდა სერბული მეგა ბიმაქსიდან მონტენეგროს ბუდუჩნოსტში. ევროლიგაზე მისი დებიუტი კი 28 დეკემბერს შედგა.
ბითაძის სტატისტიკა ევროლიგაზე
🏀 გოგა ბითაძე ევროლიგაზე - 5 მატჩი 14.4 ქულა, 7.4 მოხსნა და 3.2 ბლოკი.
🏀 გოგა ბითაძემ ევროლიგაზე კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი გააკეთა - 13 ქულა, 10 მოხსნა.
🏀 მე-19 ტურში მისი შედეგი - 3 ბლოკი - საუკეთესო იყო, იან ვესელისთან და ვოლტერ ტავარეშთან ერთად.
🏀 მოხსნებში ტურში მას მხოლოდ თანაგუნდელმა კლარკმა აჯობა - 12 მოხსნა.
🏀 ტურში მხოლოდ ორი ორმაგი დუბლი შესრულდა - კლარკი და ბითაძე.
🏀 ბლოკების რაოდენობით გოგა უკვე მე-8 ადგილზეა ევროლიგაზე. არადა მის კონკურენტებს მინიმუმ 3-ჯერ მეტი თამაში აქვთ ჩატატებული.
🏀 საშუალოდ 3.2 ბლოკი თამაშში ევროლიგაზე საუკეთესო შედეგია.
🏀 მისი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 20.20-ია. ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში ის უპირობო ლიდერია. მე-2 ადგილზეა იოელ ზუსმანი - 4.11.
🏀 ევროლიგაზე უფრო მაღალი საშუალო შედეგი მხოლოდ 2 კალათბურთელს აქვს - იან ვესელის და მაიკ ჯეიმსს.
🏀 საშუალოდ ქულების რაოდენობით ქართველს მხოლოდ 5 კალათბურთელი უსწრებს.
🏀 საშუალოდ მოხსნების რაოდენობით ბითაძეს მხოლოდ 3 კალათბურთელი უსწრებს.
🏀 ევროლიგის 5 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ შეძლო მან 10 ქულის ჩაგდება (8 მაკაბისთან).
🏀 ხუთ მატჩში მან მხოლოდ 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
მეტი ამ თემაზე:
კომენტარები