Thumbnail
  • ქართველთა ალ შამალი ლიდერობს
  • გიორგი ცინცაძის 17 ქულა და 10 პასი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში თამაშობენ. რეგულარული სეზონის მე-9 ტურში ქართველთა ალ შამალმა სტუმრად ალ რაიანს აჯობა - 86:74. ბერიშვილიც და ცინცაძეც სასტარტო ხუთეულში იყვნენ, გიორგიმ 40 წუთი ითამაშა (შეუცვლელად) და 17 ქულა და 10 პასი მიითვალა. მან ასევე 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ ხუთი სამქულიანი ჩააგდო და ბურთი 6-ჯერ დაკარგა. მიხეილ ბერიშვილმა 28 წუთში 14 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი მიითვალა. 

ალ შამალს 9-დან 8 გამარჯვება აქვს და ყატარის ჩემპიონატის ლიდერია. მორიგი თამაში გუნდს დღეს აქვს, მეტოქე ალ აჰლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები