Thumbnail

xbox-ის მოთამაშეები 'საუკეთესოები' არიან - LG-ს კვლევამ ჩვენი ნდობა ვერ მოიპოვა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • LG-ს კვლევაში 1400-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო
  • კვლევის სანდოობა დაბალია, მაგრამ ეს Xbox-ზე მოთამაშეებს ხასიათს ვერ გაუფუჭებს

ტექნოლოგიური კომპანია LG და თამაშების გამომქვეყნებელი Activison გაერთიანდნენ, რათა გაერკვიათ რომელ პლატფორმაზე მოთამაშე ადამიანები იყვნენ საუკეთესოები - პერსონალურ კომპიუტერზე (PC), PlayStation 4-ზე, თუ Xbox-ზე. კვლევა Call of Duty Black Ops 4-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. შედეგის მისაღებად LG-ს ელიტური რეაქციის ტესტი გამოიყენეს და მონაწილეებს ნიშნულებზე რაც შეიძლება სწრაფად 'დაკლიკება' სთხოვეს. ტესტირებაში მონაწილეობა 1,400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

'ტესტის' ცენტრში COD Black Ops 4-ის ლოგოა

LG-ს მიხედვით, კვლევამ დაადგინა, რომ ვიდეო თამაშებში 'საუკეთესოები' Xbox-ის მომხმარებლები არიან. მეორე ადგილზე PS4-ის მოყვარულები გავიდნენ, ხოლო PC ბოლო ადგილზე გავიდა.

შედეგები ასე განაწილდა - Xbox-ზე მოთამაშეები საშუალოდ სამიზნეების 78%-ს არტყამდნენ. PS4-ზე იგივე მაჩვენებელი 74%, ხოლო PC-ზე კი მხოლოდ 70%. პერსონალურ კომპიუტერზე 'გეიმინგის' მოყვარულებს დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ რეაქციის სისწრაფე მათ საუკეთესო აქვთ, უბრალოდ სიზუსტეში უჭირთ. 

ტესტის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ და იმის დადგენა, თუ რამდენად ზუსტი ან სანდოა კვლევა, თქვენთვის მოგვინდვია, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთამაშე ყველანაირი შემოწმების გარეშე თავად ირჩევს პლატფორმას, მის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, საკმაოდ დიდი შანსია, რომ LG-ს ტესტი სხვადასხვა პლატფორმიდან თანაბარი ოდენობის 'გეიმერებს' არ გაუკეთებიათ, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგზეც აისახებოდა.

ტესტის პრინციპი მარტივია - მწვანე ნიშნულები მანამ უნდა მონიშნოთ, სანამ გაწითლდება

ტესტი უფრო მარკეტინგული სვლაა, ვიდრე სამეცნიერო კვლევა, მით უმეტეს, რომ LG-ს მარკეტინგის დირექტორმა, დეივიდ ჰოლმა შედეგები ფართო საზოგადოებას კომპანიის ახალ 4K HDR ტელევიზორთან ერთად გააცნო.

ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 'კონსოლების' ომი აუცილებლად გაგრძელდება. მინიმუმ მანამ, სანამ ნამდვილი 'კროს-პლატფორმ' ტურნირები არ გაიმართება და იქ არ გაირკვევა საუკეთესოს ვინაობა.

კომენტარები

ბოლო ამბები