Thumbnail

AO | მერე რა, რომ ფედერერია - დაცვის თანამშრომელმა ვარსკვლავი არ გაატარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შვეიცარიელი ავსტრალიის ღია პირველობაზე უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა
  • არენის დაცვის თანამშრომელმა ჩოგბურთელი აკრედიტაციის გარეშე არ გაატარა
  • როჯერ ფედერერი ისე მოიქცა, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს შეეფერება

მელბურნის კორტის დაცვის თანამშრომელმა, სადაც ამ დღეებში ავსტრალიის ღია პირველობა მიმინარეობს, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან როჯერ ფედერერს სპორტსმენთა ზონაში შესვლის უფლება არ მისცა. ტურნირის მოქმედ ჩემპიონს საჭირო აკრედიტაცია სასტუმროს ნომერში დარჩა, მხოლოდ მისი ვარსკვლავური სტატუსი კი დაცვის თანამშრომლისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. 

როგორ მორჩილად უცდიდა არენის შესასვლელთან 37 წლის შვეიცარიელი ვარსკვლავი პირის გამოჩენას, რომელიც მის აკრედიტაციას მოიტანდა, ტურნირის ოფიციალურმა ტვიტერმა გამოაქვეყნა და უმალ პოპულარობა მოიპოვა.

ვითარება მალევე განიმუხტა. ფედერერის გუნდის თანამშრომელმა ჩოგბურთელის აკრედიტაცია სწრაფად მოიტანდა და როჯერმაც გასახდელისკენ გზა გააგრძელა.

ATP-ის რეიტინგის მესამე ნომერი როჯერ ფედერერი Australian Open-ის წლევანდელ ტურნირში ⅛-ფინალშია გასული, სადაც 20 იანვარს ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანაკსნელმა მანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილს სძლია.

როჯერ ფედერერმა ⅛-ფინალამდე უზბეკ დენის ისტომინს, ამერიკელ ტეილორ ფრიცსა და ბრიტანელ დენიელ ევანსს იოლად, სამ სეტში სძლია. 

37 წლის შვეიცარიელ ჩოგბურთელს დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული. ავსტრალიის ღია პირველობაზე კი მან 6-ჯერ - 2004, 2006-2007, 2010, 2017-2018 წლებში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები