Thumbnail
  • ბითაძის პირველი ორმაგი დუბლი ევროლიგაზე
  • ქართველი ცენტრის კომენტარი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-19 ტურის მატჩში მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა სენსაციურად დაამარცხა ჩემპიონი რეალი - 73:60. 19 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა, 10 მოხსნა. მის ანგარიშზეა 3 დაფარებაც. 

მატჩის შემდეგ მატჩის ერთ-ერთმა გმირმა კომენტარი გააკეთა: "დიდი მატჩი იყო, ჩვენ ხომ ჩემპიონები დავამარცხეთ! ძალიან მაგარი შეგრძნებაა აქ, ამ მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება. ყველას მადლობა მოსვლისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ 100% გავიღეთ ამ მოგებისთვის. მთავარი იყო მოტივაცია და კონცენტრაცია". 

ბითაძემ ევროლიგაზე 5 მატჩი ითამაშა. ის საშუალოდ 14.4 ქულას, 7.4 მოხსნასა და 3.2 ბლოკს აკეთებს. უკანასკნელი მაჩვენებელი ევროლიგაში საუკეთესოა.

კომენტარები

ბოლო ამბები