Thumbnail

ჭირდება მოკრივეს ხორცი? ვეგანი მებრძოლი ამას არ ეთანხმება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვეგეტარიანელების ანგარიშზე ორი მსოფლიოს ჩემპიონობაა
  • თუმცა ითვლება, რომ ხორცის ჭამა მოკრივიეს დიეტის ნაწილია...

მოკრივეების დიეტა ხშირად ხორცის ჭამასთან არის დაკავშირებული, თუმცა ქათმის თეთრი ხორცის და საქონლის სტეიკის გარდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ტრადიცია უცნაურ ფორმაში გამოიხატა - მაგალითად ყოფილი ჩემპონი რუსლან პროვოდნიკოვი ხარირემის უმ ღვიძლს ჭამდა, ხოლო როჭოს წონის ჩემპიონი - შრისაკეტ სორ რუნგვიშაი შემწვარი ვირთხის მოყვარული გახლდათ...

თუმცა ფილადელფიელი მძიმეწონოსანი - ბრაიანტ ჯენინგსი 2015 წლიდან ვეგანია და პროფესიულ სპორტში თავს მშვენივრად გრძნობს - 24 გამარჯვება, 2 მარცხი...

"მანამდე ვეგეტარიანი ვიყავი, თუმცა შემდეგ ვეგანი ჯანმრთელობის მიზეზით გავხდი." ამბობს ჯენინგსი, რომელიც 19 იანვარს კოლუმბიელ ოსკარ რივასს დაუპირისპირდება.

"ჯანსაღად კვება მინდოდა, ახლა ბევრად სუფთა საჭმელს ვჭამ და ეს მომწონს." ჯენინგსი ამბობს, რომ ვეგანობა მას მეტი თავდაჯერება შემტა და თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობს.

ჯენინგსის ყველაზე დიდი ჩხუბი 2015 წელს ვლადიმირ კლიჩკოს წინააღმდეგ შედგა, სადაც ამერიკელი ქულებით დამარცხდა. ვეგეტარიანელების ანგარიშზე ორი მსოფლიოს ჩემპიონობაა - ედერ ჯოფრიმ ჰერმან მარკესი 1962 წელს დაამარცხა, ხოლო ლივინგსტონ ბრამბლმა მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეი მანჩინის მოუგო. თუმცა ვეგანს ჯერ ქამარი არ მოუგია...

ამ სპორტის ადრეულ ეპოქაში, საუკეთესო მოკრივეები ყასაბები იყვნენ. ისინი, ბევრად მეტ პროტეინს იღებდნენ მთელი დღის მანძილზე, ვიდრე მუშათა კლასის წარმომადგენელი მათი თანამემამულეები. 

"ბევრი მიწისთხილის კარაქი, ბევრი მარცვლელული, ავოკადო და ხილი. მე ბურგერებს ჩემით ვაკეთებ - მუხუდოთი, შავი ლობიოთი და სხვადასხვა მარცვლელულით." ამბობს ჯენინგსი.

კომენტარები

ბოლო ამბები