Thumbnail
  • 📅 19 იანვარი | ⌚ 19:15 | ⚽ რეალი V სევილია
  • სოლარის კრიზისი

შაბათს მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება - რეალი და სევილია ჩემპიონატის მეორე წრეს ერთნაირად, 33-33 ქულით შეხვდნენ. ეს შედეგი პაბლო მაჩინის გუნდისთვის შესანიშნავია, რასაც ვერ ვიტყვით სანტიაგო სოლარის გუნდზე, არგენტინელს "სამეფო კლუბში" უკვე რეალური პრობლემები აქვს.

მეათე წაგება

რეალმა ბოლოს სამეფო თასზეც წააგო - ლეგანესთან - 0:1, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ეს ამ სეზონში რეალის მე-10 მარცხი იყო ყველა შეჯიბრში, რაც 1998/99 წლების შემდეგ "სამეფო კლუბს" არ შემთხვევია. სოლარის პრესკონფერენცია "ლეგანესთან" წაგებული მატჩის შემდეგ სულ 3 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა! მწვრთნელს არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, ჟურნალისტებს კი მასთან კითხვები აღარ რჩებათ. 

ბოლო დროს რეალისა და სევილიას თამაშები მუდამ მხიარულად მიმდინარეობს, უამრავი გოლი გადის. მართალია, რეალის უპირატესობა ბოლო მატჩებში შთამბეჭდავია, ბოლო შეხვედრა სევილიამ მოიგო და თან 3:0. პირველ წრეში "სანჩეს პისხუანზე" პორტუგალიელმა ფორვარდმა ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა, ანგარიში კი მისმა მეწყვილე ვისამ ბენ იედერმა გახსნა, ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. 

ტიბო კურტუამ ვარჯიში განაახლა

სოლარის პრობლემები

მადრიდელებს კვლავ არ ეყოლებათ ტრავმირებული გარეთ ბეილი, რომელსაც სასტარტოში ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი შეცვლის, თუკი დისკვალიფიკაციას არ გამოუწერენ "ბეტისთან" უგვანო საქციელისთვის. ისკო 11-ეულში არ მოიაზრება, გუნდს უბრუნდება ლუკას ვასკესი. ტრავმის გამო, ბეილის გარდა ვერ ითამაშებენ: ასენსიო, კროოსი, ლორენტე, მარიანო დიასი და ვალიეხო. მოტეხილი თითის გამო საეჭვოა ქარიმ ბენზემას თამაშიც. 

ბენზემა მოტეხილი თითით ვარჯიშობს

დანაკარგი სევილიასაც აქვს - ტრავმირებული ნოლიტო და მაქსიმ გონალონი და დისკვალიფიცირებული როკე მესა. 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი 

სევილია (5-3-2): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კარისო, კიაერი, ს. გომესი, ესკუდერო - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა.  

ახალი ფეხბურთელი სევილიაში

საინტერესო ფაქტები

⚽ სევილიამ ბოლოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალს 2008 წლის დეკემბერში მოუგო, როცა მანოლო ხიმენესის გუნდმა 4:3 იმარჯვა. 

⚽ რეალს და სევილიას "ბერნაბეუზე" უკვე 25 წელზე მეტია ფრე არ უთამაშიათ. 

⚽ რეალსა და სევილიას შორის ბოლო 12 მატჩი (ყველა შეჯიბრებაში) უცილობლად 2.5 გოლზე მეტით სრულდება!

⚽ რეალმა ბოლო 11 საშინაო მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) სევილიას წინააღმდეგ სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა. 

⚽ სევილიასთან ბოლო 10 საშინაო მატჩიდან (ყველა შეჯიბრებაში) 9-ში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მატჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები