- 22 საათზე ბუდუჩნოსტი რეალს ხვდება
- პაბლო ლასომ ბითაძე და კოული შეაქო
დღეს 22 საათზე ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-19 ტურის მატჩში პოდგორიცას ბუდუჩნოსტი, სადაც გოგა ბითაძე თამაშობს, ევროლიგის ჩემპიონ რეალს მასპინძლობს. რეალი 18-დან 15 მოგებით მე-2 ადგილზეა, ხოლო ბუდუჩნოსტს მხოლოდ 4 მოგება აქვს და ბოლოსწინაა.
მიუხედავად ამისა, რეალის თავკაცი პაბლო ლასო ფრთხილობს: "ახალი მოთამაშეების დამატებით ბუდუჩნოსტი საშიში გუნდი გახდა.
ნორის კოულის დამატება ბევრს ნიშნავდა. ახლა გუნდშია გოგა ბითაძე, უდიდესი ტალანტი, ცენტრი, რომელიც დაცვაშიც მაგარია და შეტევაშიც. ის თამაშიდან თამაშამდე იზრდება", - განაცხადა ლასომ.
კომენტარები