Thumbnail

ჰოკეი | საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ კორეით იწყებს და ისრაელით ამთავრებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩები მეხიკოში გაიმართება
  • საქართველო ჩრდ. კორეას, მექსიკას, ახალ ზელანდიას, ისლანდიას და ისრაელს შეხვდება

საქართველოს ჰოკეის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩებისთვის ემზადება. ტურნირი 22-27 აპრილს მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩრდილოეთ კორეასთან, ახალ ზელანდიასთან, ისლანდიასთან, ისრაელთან და მაასპინძელ მექსიკასთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფის გამარჯვებული მეორე დივიზიონის B ჯგუფში აღზევდება. ქვემოთ, საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგს გაგაცნობთ…

22 აპრილი: საქართველო v ჩრდ. კორეა
23 აპრილი: მექსიკა v საქართველო
24 აპრილი: ახალი ზელანდია v საქართველო
26 აპრილი: საქართველო v ისლანდია
27 აპრილი: ისრაელი v საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები