Thumbnail

ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 19-20 იანვარს შეჯიბრება დიდველის ფერდობზე გაიმართება
  • მოთხილამურეები სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 19-20 იანვარს ბაკურიანში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს გამართავს. შეჯიბრება დიდველის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

ბავშვები  I (დაბადების წელი 2005-2006)
ბავშვები II, (დაბადების წელი 2003-2004)
მოზრდილები და იუნიორები (დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი)

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება. 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მერვე წელია იანვარში თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც ამ ინიციატივას მერვე წელია უერთდება. წელს თოვლის მსოფლიო დღეს  20 იანვარს აღნიშნავენ მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-კურორზე. მათ შორის საქართველოს სამთო კურორტებზეც. საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები 20 იანვარს შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები