Thumbnail
  • სერბულმა HotSport-მა გოგა ბითაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა.
  • სერბეთში მას ნიკოლა იოკიჩის მემკვიდრედ მიიჩნევენ, საქართველოში - ზაზა ფაჩულიასი. 

სერბულ HotSport-ზე მეგა ბიმაქსის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. 

► შეუჩერებელი ბითაძე - ორმაგი დუბლი, MVP და მოგება

► გოგა ბითაძის სუპერბლოკი დრაჟენ პეტროვიჩის დარბაზში

"HotSport-ის სადღესასწაულო ინტერვიუ გოგა ბითაძესთან ჩავწერეთ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელთან.

ბევრი მას NBA-ს ვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩის მემკვიდრედ მიიჩნევს, თუმცა საქართველოში მას სულ უფრო ხშირად ზაზა ფაჩულიას ადარებენ. ერთი რამ ცხადია - მას წინ ბრწყინვალე კარიერა აქვს.

მეგა ბიმაქსი საოცრებებს აკეთებს სერბეთსა და ადრიატიკის ლიგაში, ეს კლუბი NBA-ს ტალანტების მთავარი მიმწოდებელი გახდა ყოველწლიურად. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბალკანეთის მთებში NBA-ს სკაუტები ხშირად გვსტუმრობენ, სწორედ ბითაძეა", - წერს საიტი.

გოგა ბითაძე მეგა ბიმაქსის ერთ-ერთი ლიდერი გახდა

გოგა ბითაძე: სანამ მეგა ბიმაქსში მოვხვდებოდი, უკვე ვიცოდი ჩემი მომავალი კლუბის შესახებ. ვიცოდი, რომ იქ ახალგაზრდა კალათბურთელებს განვითარების საუკეთესო შანსები აქვთ. ამიტომაც გადავწყვიტე ვითადან კარიერის მეგა ბიმაქსში გაგრძელება. 

HotSport: ალბათ, თქვენც NBA-ში თამაშზე ოცნებობთ...

გოგა ბითაძე: NBA-ში თამაში ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. 

HotSport: თქვენ ძალიან კარგად მოერგეთ ადრიატიკის ლიგას, სადაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს...

გოგა ბითაძე: ABA შესანიშნავი შეჯიბრებაა. ადრიატიკის ლიგაში ბევრი კარგი გუნდი და კალათბურთელია. ტურნირი ძალიან დაძაბულია.

HotSport: დეიან მილოევიჩი უკვე მე-6 წელია, რაც მეგა ბიმაქსს ხელმძღვანელობს მას დიდი წვლილი მიუძღვის იოკიჩის ძლიერ კალათბურთელად ჩამოყალიბებაში, შემდეგად კი თქვენ მიიჩნევით...

გოგა ბითაძე: დეიან მილოევიჩთან მუშაობამ ძალიან ბევრი მომცა. ვგრძნობ, რომ ჩემი თამაში მისი წყალობით ძალიან სწრაფად პროგრესირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად კიდევ უფრო კარგ შედეგსაც მივაღწევთ. 

HotSport: სერბეთში ცხოვრება როგორ მოგწონთ?

გოგა ბითაძე: მიყვარს სერბეთი, აქ ხალხი ძალიან გულთბილია. ყველა მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ეს კი მე ძალიან მომწონს.

HotSport: ზაზა ფაჩულია 15 წლის განმავლობაში NBA-ში თამაშობს. ევრობასკეტის შემდეგ მან საქართველოს ნაკრებიდან წასვლა გამოაცხადა, თქვენ კი ნაკრებში თავის გამოჩენის კარგი შანსი მოგეცათ...

გოგა ბითაძე: ჩემი აზრით, ჯერ ადრეა ჩემზე, როგორც ზაზას შემცვლელზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არ მიწყობს ასაკი ხელს. ზაზა ფაჩულია უმაღლესი დონის კალათბურთელია და ჩემი სურვილია მივაღწიო ზაზას დონეს. საამისოდ კი ძალიან ბევრი ვარჯიში და მონდომება დამჭირდება.

ბითაძემ ნოემბერში სერბეთთან მატჩში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა

► ESPN: გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტის მეორე წრის პირველი ნომერი იქნება

► გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე?

გოგა ბითაძის ბლოკშოტი ციბონასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები