Thumbnail
  • უეფას წლის გუნდი ცნობილია.
  • ხუთი მადრიდელი და ერთი ბარსელონელი.
  • ნეიმარი წლის გუნდში ვერ მოხვდა.

უეფამ 2017 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. გამოკითხვაში სულ 798 149 იუზერმა მიიღო მონაწილეობა, ხმების რაოდენობა კი საერთო ჯამში 8 779 639 იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას წლის გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რეალია წარმოდგენილი. სიმბოლურ გუნდში მადრიდული გრანდის 5 მოთამაშე მოხვდა - სერხიო რამოსი, მარსელო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანო რონალდო.

რეალის გარდა, წლის გუნდში ერთზე მეტი ფეხბურთელი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ იუვენტუსს ჰყავს - ტურინული გრანდიდან ყველაზე მეტი ხმა ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ წლის გუნდშია დანი ალვეშიც, რომელიც წინა სეზონში იუვეში თამაშობდა და ზაფხულში პსჟ-ში გადავიდა.

წლის გუნდში ბარსელოდან მხოლოდ ლიონელ მესი მოხვდა. დანარჩენი ორი მოთამაშე კი ედენ აზარი (ჩელსი) და კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) არიან.

მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი ნეიმარი უეფას წლის გუნდში ვერ მოხვდა!

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი გულშემატკივრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავის გუნდში შეიყვანა - რეალის კაპიტანს ყველაზე ხშირად ირჩევდნენ (73,7%). ამ მხრივ მეორე ადგილზე ასევე მადრიდელი მარსელოა, რომელიც თავის გუნდში ფანების 70-მა პროცენტმა შეიყვანა. რამოსის და მარსელოს შემდეგ, გულშემატკივრები ყველაზე ხშირად მესის ირჩევდნენ (59,8%), მერე კი - რონალდოს (55,7%).

უეფას 2017 წლის გუნდი

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია) - 333 604 ხმა

2. დანი ალვეში (იუვენტუსი/პსჟ, ბრაზილია) - 340 819

3. მარსელო (რეალი, ბრაზილია) - 558 495

4. სერხიო რამოსი (რეალი/ესპანეთი) - 588 315

5. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი/იტალია) - 295 842

6. ტონი კროოსი (რეალი, გერმანია) - 345 494

7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი/ბელგია) - 416 679

8. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია) - 387 487

9. კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია) - 444 430

10. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) - 477 036

11. ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია) - 303 376

კომენტარები

ბოლო ამბები