Thumbnail

რომან დოლიძე UFC-ში! ქართველმა კონტრაქტი გააფორმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძე UFC-ში იასპარეზებს
  • ქართველი ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზებს

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე კარიერას UFC-ში გააგრძელებს. დოლიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი კარიერის მომდევნო ეტაპი UFC იქნება.

რომან დოლიძე: 'ძალიან ბევრი მეკითხებოდა, როდის გადახვალ UFC-ში? ძალიან ბევრს სჯეროდა, რომ იქ მოვხვდებოდი, ბევრსაც არ სჯეროდა, მაგრამ დღეს მივიღე UFC-ს კონტრაქტი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მხარს მიჭერდით. ერთად ყველაფერი გამოგვივიდა.'

ქართველმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა პოლონელ მიხეილ პასტერნაკთან გამართა და ნოკაუტით იმარჯვა. რომანს WWFC13-ის მიერ ორგანიზებული ექვს ბრძოლიდან ექვსივე მოგებული აქვს. ქართველის წონაში მოქმედი ჩემპიონი ჯონ დუაით ჯონსია, რომელსაც 25 ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს, ერთხელ დამარცხდა და ერთხელაც დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

ჯონსი გუსტავსონთან ბრძოლამდე ქართველ მებრძოლთან ერთად ვარჯიშობდა. ჯონმა დოლიძე მაშინ სპარინგ პარტნიორად შეარჩია.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დღეს მოვაწერე UFC-ს კონტრაქტს ხელი. ძალა ერთობაშია 🇬🇪

Posted by Roman Dolidze on ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები