Thumbnail

ბარსელონას ესპანეთის თასიდან მოკვეთა ემუქრება - 19 წლის მცველის გამო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლევანტესთან პირველ მატჩში დისკვალიფიცირებულმა ფეხბურთელმა ითამაშა
  • ანალოგიური დაუდევრობის გამო სამი წლის წინ მადრიდის რეალიც დაისაჯა  

ბარსელონა შესაძლოა ამ სეზონში ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოკვეთონ. ამის მიზეზი ტურნირის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლევანტესთან, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ანგარიშით 1:2 დათმო, კატალიონელთა რიგებში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაშია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, საუბარია მცველ ხუან ბრანდარის მოვილიაზე ("ჩუმი"), რომელმაც ლევანტესთან მოედანზე 58 წუთი დაჰყო. მანამდე 19 წლის ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ბარსელონას მეორე გუნდში გამოსვლისას მიუღია და ამის გამო არც კოპა დელ რეის ⅛-ფინალში თამაშის უფლება ჰქონდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ესპანური გრანდი თასის გათამაშებაში წესს არღვევს. 2015 წელს მსგავსი შეცდომის გამო რეალი დასაჯეს. მაშინ ტურნირის 1/16-ფინალის პირველ მატჩში კადისთან "სამეფო გუნდის" რიგებში დენის ჩერიშევმა ითამაშა, რომელსაც თამაშის უფლება არ ჰქონდა.

ბარსელონასა და ლევანტეს საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18 იანვარს, შუა ღამისას, "კამპ ნოუზე" დაიწყება.

კატალონიელთა 19 წლის მცველი ბარსელონა B-ში გამოდის, მთავარ გუნდში კი სულ სამ მატჩში უთამაშა - სამივეჯერ თასზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები