Thumbnail

დოპინგ-სკანდალი - სოკ-მა საქართველოს ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლი ჩამოართვა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დავით მოძმანაშვილს დოპინგის გამოყენება დაუდგინდა
  • საქართველომ ოლიმპიური ვერცხლი დაკარგა
დავით მოძმანაშვილი და ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) დღეს მიიღო გადაწყვეტილება და ლონდონის ოლიმპიური თამაშების (2012 წელი) ვერცხლის მედალოსან დავით მოძმანაშვილს დისკვალიფიკაცია მისცა. 

ხელმეორე კვლევამ ქართველი მოჭიდავის ანალიზში აკრძალული პრეპარატი dehydrochlormethyltestosterone (ტურინაბოლი) გამოავლინა. მოძმანაშვილს დისკვალიფიკაცი და შესაბამისად ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ის საქართველოს სახელით ასპარეზობდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - 120 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან 0:2 წააგო. 2017 წლიდან მოძმანაშვილმა მოქალაქეობა გამოიცვალა და ახლა სწორედ უზბეკეთის სახელით ჭიდაობს, ის 37 წლისაა და აზიის მოქმედი ჩემპიონია.

2012 წლის ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი), 3 ვერცხლი (რევაზ ლაშხი, დავით მოძმანაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი), 3 ბრინჯაო (მანუჩარ ცხადაია, დავით მარსაგიშვილი, გიორგი გოგშელიძე). სოკ-ის დადგენილება ძალაში ეგრევე შევიდა. ასე რომ, საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე 6 მედალი დარჩა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. 

კომენტარები

ბოლო ამბები