Thumbnail

4 გარდაცვლილი 8 თვეში - საფრანგეთი მსოფლიო რაგბის წესების შეცვლას თხოვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბერნარ ლაპორტმა მედიასთან რაგბის უსაფრთხოებაზე ისაუბრა
  • ბოლო რვა თვეში საფრანგეთში ოთხი მორაგბე გარდაიცვალა

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა მედიასთან რაგბის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. საფრანგეთში ბოლო რვა თვის განმავლობაში ოთხი მორაგბე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მორაგბე ქართველების თანაგუნდელი იყო. 21 წლის ლუი ფაიფროვსკი ორიაკში თამაშობდა. მან როდეზთან მატჩის დროს შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და გასახდელში გარდაიცვალა.

ფაიფროვკის გარდა, კიდევ სამი მორაგბე გარდაიცვალა: 17 წლის ადრიენ დესკრულზი - ის დამწყები მორაგბე იყო და სამოყვარულო კლუბ ბილომში თამაშობდა. მეტოქესთან თავით შეჯახების შემდეგ, ადრიენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომდევნო დღეს გარდაიცვალა.

დეკემბერში სტად ფრანსეს 18 წლის მორაგბე ნიკოლა შოვენი გარდაიცვალა - მან კისრის მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმებმა სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს. 2019 წელიც ცუდად დაიწყო და 23 წლის ნათან სოიე მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საფრანგეთის რაგბის კავშირმა და სარაგბო ლიგამ მსოფლიო რაგბის ურჩიეს, რომ რაგბის წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანონ.

ბერნარ ლაპორტი: 'ბოლო რვა თვეში სარაგბო მოედანზე ეს იყო სიკვდილის მეოთხე შემთხვევა. უბედურ შემთხვევისგან დაზღვეული არ ვართ, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რაგბი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა, ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო.'

კომენტარები

ბოლო ამბები