Thumbnail

გაგამარუმ მოიგო, ჰაკუჰო დაუმარცხებელია - ბაშო ტოჩინოშინის გარეშე გრძელდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოში ახალი წლის ბაშოს მესამედი გაილია, თუმცა სუპერტურნირი უკვე ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გარეშე მიმდინარეობს. ლევანმა ტრავმის გამო ბრძოლა ვერ გააგრძელა და მას სულ მცირე, 3-კვირიანი მკურნალობა ესაჭიროება, სანამ ვარჯიშის განახლებას შეძლებს. 

ტოჩინოშინი მარტის ბაშოსთვის უნდა იყოს მწყობრში, რომელშიც ოძეკის ტიტულის დაცვა (დადებითი ბალანსი აუცილებელია) მოუწევს.

მესამე გამარჯვება მოიპოვა ჯურიოს მე-14 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), მან 39 წლის ვეტერანი ტაკეკაძე მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს და ჯურიოს მე-13 ნომერ კიოკუშუჰოს ხვდება. 

ჰაკუჰო - ისევ საოცარი მოგება

ელიტის პირველ დივიზიონ მაკუუჩიში კი 5-0 ბალანსი 4 სუმოისტს აქვს: იოკოძუნა ჰაკუჰოს, კომუსუბი მიტაკეუმისა და ორ რიგით მაეგაშირას, ონოშოს და ბრაზილიელ კაისეის. 

ჰაკუჰომ კვლავ საოცარ ბრძოლაში იმარჯვა, მან მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა, თუმცა ამისთვის მეორე ბრძოლა დასჭირდა. პირველში მსაჯმა თავიდან ნიშიკიგის მიანიჭა გამარჯვება, თუმცა საკამათო ეპიზოდის გამო თათბირის შემდეგ მსაჯებმა ბრძოლის ხელახლა გამართვა გადაწყვიტეს, სადაც უკვე დიდმა ჩემპიონმა იყოჩაღა.

ჰაცუ ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ ჰაკუჰო დარჩა!

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები