Thumbnail

სრული ნდობა და მხარდაჭერა კახა ცხადაძეს - ორდაბასის პრეზიდენტის განცხადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახურ მედიაში დაიწერა, რომ ორდაბასიში ცხადაძის სტოილოვით შეცვლა იგეგმება
  • ინფორმაციას შიმკენტის კლუბის ოფიციალური საიტი განცხადებით უმალ გამოეხმაურა
  • ორდაბასის პრეზიდენტი 50 წლის ქართველ სპეციალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ყაზახურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შიმკენტის ორდაბასის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძის ჩანაცვლება სტანიმირ სტოილოვით იგეგმება, კლუბის პრესსამსახური საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

ორდაბასი უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ცვლილება არ იგეგმება და კლუბის ხელმძღვანელობა კახა ცხადაძეს ნდობას სრულებით უცხადებს .

"კახაბერ ცხადაძე აგრძელებს გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობას. ჩვენ სრულებით დარწმუნებული ვართ მის საქმიანობაში და ის გააგრძელებს გუნდის მომზადებას ახალი სეზონისთვის", - განაცხადა ორდაბასის პრეზიდენტმა ნურჟან კატაევმა.

Официальное сообщение ФК «Ордабасы» Пресс-служба футбольного клуба «Ордабасы» выступает с опровержением касательно...

Posted by ФК «Ордабасы» on ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019

მანამდე ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 50 წლის ქართველი სპეციალისტის ადგილს ყაზახეთის ნაკრების აწ უკვე თავკაცი სტანიმირ სტოილოვი დაიკავებდა. დაიწერა, რომ ბულგარელი სპეციალისტი ორდაბასის იანვრის ბოლომდე ჩაიბარებდა.

კახა ცხადაძემ ორდაბასის ახალი სეზონისთვის მზადება გიორგი ჩიხრაძესთან ერთად უკვე დაიწყო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ორდაბასი გასული წლის ივნისში ჩაიბარა, ფინანსური და სხვა პრობლემების მიუხედავად კი, გუნდმა ყახაზეთის 2018 წლის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები