Thumbnail

სოლიდარობა ტოჩინოშინს - სუმოს მსაჯები საქართველოს დროშიანი კიმონოებით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ჰაცუ ბაშოზე მე-5 დღის ბრძოლები დასრულდა. სამწუხაროდ, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტრავმის გამო ასპარეზობას ვეღარ აგრძელებს. ქართველ სუმოისტს ტრავმა ტურნირამდეც აწუხებდა, მაგრამ ჰაცუ ბაშოზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა.

ქართველმა სუმოისტმა ბრძოლა ტურნირის მე-5 დღეს შეწყვიტა. სწორედ მე-5 დღეს ტოჩინოშინის კლუბის კასუგანო ბეიას წარმომადგენელი მსაჯები დოჰიოზე ისეთი კიმონოებით წარსდგნენ, რომელზეც ქართული დროშები იყო გამოსახული. მსაჯებმა ამ ფორმით ტოჩინოშინს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ლევან გორგაძის მთავარი მიზანი მარტის ბაშოზე წარმატებით ასპარეზობაა, რათა ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაიცვას.

საქართველოს დროშიანი კიმანო

 

კომენტარები

ბოლო ამბები