Thumbnail

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა - ოძეკის რანგს დაცვა დასჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა სუმოისტმა იანვრის სუპერტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა
  • ამის მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა, რომელიც სუმოისტმა ბაშოს დაწყების წინ მიიღო
  • რა ელის ტოჩინოშინის ოძეკის რანგს? 

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა, რისი მიზეზიც ტრავმა გახდა. ლევან გორგაძემ ბარძაყის კუნთი ჯერ კიდევ იანვრის ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაიზიანა. თავიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ის ჰაცუ ბაშოს გამოტოვებდა, თუმცა ტრავმის მიუხედავად, ტოჩინოშინმა ტურნირში გამოსვლა მაინც გადაწყვიტა.

გორგაძემ ბაშოზე ოთხი ბროლა გამართა და ოთხივე წააგო. გამოჩნდა, რომ ქართველი სუმოისტი მტკივან ფეხზე დაყრდნობას საერთოდ ვერ ახერხებდა და ასპარეზობის გაგრძელებასაც აზრი აღარ ჰქონდა. მეხუთე დღეს მისი მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოჰოზანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტრავმის გამო ლევანმა ტურნირზე გამოსვლის შეწყვეტის (კიუჯო) გადაწყვეტილება მიიღო.

ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ტოჩინოშინის ოძეკის რანგს ჯერ არაფერი დაემუქრება. ჰაცუ ბაშოზე მას მაკე-კოში დაუფიქსირდება, კადობანში ჩადგება და ოძეკის წოდების დაცვა კი მომდევნო ბაშოზე მოუწევს.

ლევან გორგაძე ფეხის მკურნალობას უკვე დღეიდან დაიწყებს. იმედია, ქართველი სუმოისტი ტრავმას მოიშუშებს და მარტის ბაშოს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები