Thumbnail

პორტუგალიურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების მეკარეს კონტრაქტი გაუწყვიტა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რიუ ავე გიორგი მაკარიძეს დაემშვიდობა
  • 28 წლის მეკარეს აგვისტოს მერე არ უთამაშია

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის კლუბმა რიუ ავემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა საქართველოს ნაკრების გოლკიპერ გიორგი მაკარიძესთან. 

28 წლის გოლკიპერს მძიმე ტრავმის გამო ამ სეზონში ჩემპიონატში საერთოდ არ უთამაშია. გიორგიმ მხოლოდ აგვისტოში ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო წრეში ითამაშა 2 მატჩი პოლონურ იაგელონიასთან. მაკარიძეს ოფიციალურ მატჩში 2 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მან წლეულს ეროვნული ნაკრების 2 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, უეფას ერთა ლიგაზე კი არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძე ფრანგულ ლე მანში, კვიპროსულ დოხაში და პორტუგალიური ფეირენსესა და მორეირენსეში უთამაშია. მაკარიძეს რიუ ავესთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები