Thumbnail

იტალიის სუპერთასი | რონალდოს გოლი და იუვენტუსის მორიგი ტიტული

  • იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მერვედ მოიგო ისტორიაში
  • კრიშტიანო რონალდომ პირველი ტიტული მოიგო იტალიაში

საუდის არაბეთში, ქინგ აბდულას სტადიონზე 2019 წლის იტალიის სუპერთასი გაიმართა, რომელშიც იუვენტუსი მილანს დაუპირისპირდა. ფავორიტად ტურინული გრანდი იყო მიჩნეული და გამართლდა კიდეც მოლოდინი: იუვემ 1:0 სძლია მეტოქეს და მორიგი ტიტული მოიპოვა. ტურინული კლუბისთვის ეს იტალიის მერვე სუპერთასია ისტორიაში, რაც რეკორდია.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. მირალემ პიანიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, პორუგალიელმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდიდან ათიოდე წუთში, ფრენკ კესი მეტოქეს ეუხეშა, წითელი ბარათი მიითღო და ნათელი გახდა, რომ კაცნაკლული მილანი თამაშს ვეღარ გადაარჩენდა.

გამარჯვების გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა

იუვენტუსმა მორიგი ტიტული მოიპოვა. ბოლო წლებში, მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიური მასშტაბით ყველაფერს იგებს, რისი მოგებაც შეიძლება. აღსანიშნავია, რომ ეს არის რონალდოს პირველი ტიტული იტალიაში. რაც შეეხება მილანს, გუნდის კრიზისი გრძელდება. ჯენარო გატუზოს ვერც ლუკას პაკეტამ უშველა, რომელიც გუნდის ახალწვეულია და მასზე დიდი იმედები მყარდება. სავარაუდოდ, როსონერის შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა გონსალო იგუაინმა, რომელსაც ლონდონის ჩელსიში უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას. 

იუვენტუსი 1:0 მილანი

იუვენტუსი 1:0 მილანი

გოლი: 1:0 რონალდო (61)

იუვენტუსი: სჩესნი, კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო, ბენტანკური (86. ბერნარდესკი), პიანიჩი (65. ჩანი), მატუიდი, კოშტა (89. ხედირა), რონალდო, დიბალა

მილანი: დონარუმა, კალაბრია, საპატა, რომანიოლი, როდრიგესი, კესი, ბაკაიოკო, პაკეტა (71. ბორინი), კასტილეხო (71. იგუაინი), ჩალჰანოღლუ, კუტრონე (79. კონტი)

კომენტარები

ბოლო ამბები