Thumbnail
  • შაშიაშვილს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს
  • რუსთავი მისი მესამე გუნდია

რუსთავს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნული ლიგის გუნდს გიორგი შაშიაშვილი ჩაუდგა სათავეში. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შაშიაშვილი გორის დილას მწვრთნელად მუშაობდა. 

39 წლის შაშიაშვილს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. 2017-2018 წლებში ქობულეთის შუქურას წვრთნიდა, შემდეგ კი მცირე ხნით დილა ჩაიბარა. რუსთავი მისი მესამე გუნდია. გიორგიმ ფეხბურთელის კარიერა 2013 წელს დაასრულა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფოტო: fcdila.ge-დან

კომენტარები

ბოლო ამბები