Thumbnail
  • თუ ციციპასს მოუგებს, ბასილაშვილი 180 ქულას დაიბევებს
  • ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიას დაემშვიდობა

მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეშია, სადაც ის მე-14 ნომრად განთესილ 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ყოფილი საბჭოთა ფეხბურთელის, სერგეი სალნიკოვის შვილიშვილი ნიკას ATP ტურზე არასოდეს შეხვედრია, ის მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. 

დუელი ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის შვილიშვილთან

ბასილაშვილმა მელბურნში კარიერის მიღწევა გაიმეორა

ბასილაშვილი უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ციციპასი - ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო (წააგო მხოლოდ ჯოკოვიჩთან), სტეფანოსმა კი - 5-დან 3 (წააგო ზეპისთან და ფედერერთან). 

ციციპასისა და ბასილაშვილის დუელი სავარაუდოდ, 18 იანვარს დილის 3 საათზე დაიწყება.
ნიკამ მესამე წრეში გასვლით ავსტრალიის ღია პირველობაზე საუკეთესო მიღწევა (2018) გაიმეორა. ასე რომ, დასაცავი სარეიტინგო ქულები დაიცვა. ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ის 1 820 ქულით მე-19 ადგილზეა. ციციპასის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი 180 ქულას მიიღებს (ახლა 90 აქვს გარანტირებული), რისი წყალობით, შესაძლოა, რეიტინგში კიდევ დაწინაურდეს - იტალიელ მარკო ჩეკინატოს უეჭველი გადაასწრებს.

კალაშნიკოვა მელბურნს დაემშვიდობა

ოქსანა მელბურნში გახსნის ცერემონიალზე

სამწუხაროდ, ავსტრალიის ღია პირველობის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ტურნირს უკვე დაემშვიდობა - ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა ბადეში თამაშობდა. მისი მეწყვილე დაიანა იასტრემსკა იყო. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა უკრაინულ-ჩინურ წყვილთან (კიჩენოკო-ვანგი) დათმო - 4:6, 2:6. 

28 წლის ოქსანა კალაშნიკოვა ძირითადად მხოლოდ წყვილთა თანრიგში ასპარეზობს. წყვილებში ის მსოფლიოს 74-ე ჩოგანია და კარიერაში 700 ათას $ აქვს გამომუშავებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები