Thumbnail

AO | ნადალი და ფედერერი მესამე წრეში - როჯერს ევანსთან ბრძოლა გაუგრძელდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერს დენიელ ევანსის დამარცხება გაუჭირდა
  • რაფაელ ნადალმა მეთიუ ებდენი გაცილებით სწრაფად დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერი მესამე წრეშია. 37 წლის რეკორდსმენმა შვეიცარიელმა ბრიტანელი დენიელ ევანსი (189-ე ჩოგანი) სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ მატჩი 2 საათი და 35 წუთი გრძელდებოდა - როჯერს პირველ ორ სეტში ტაიბრეიკები დასჭირდა, მესამე სეტი კი 6:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ევანსი დოპინგით გამოწვეული დისკვალიფიკაციის შემდეგ დიდი სლემის ტურნირზე პირველად თამაშობდა.

“მან ძალიან კარგად ითამაშა. ფაქტია, რომ მოგება საკმაოდ გამიჭირდა. დენიელი თავს კარგად იცავს. კატა-თაგვობანა გამოგვივიდა, პირადად მე თამაშით სიამოვნება მივიღე,” - განაცხადა ფედერერმა.

როჯერ ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული

როჯერი მესამე რაუნდში, პარასკევს, 16 წლისთ ახალგაზრდა ტეილორ ფრიტცს (აშშ) შეხვდება. ევანსთან მოპოვებული გამარჯვება ფედერერისთვის მელბურნში ზედიზედ მე-16 მოგებაა. როჯერმა სეზონის პირველი დიდი სლემი 2017 და 2018 წლებში მოიგო, სულ კი, მელბურნში 6 ტრიუმფი აქვს.

📺 ვიდეო: ფედერერი 7:6, 7:6, 6:3 ევანსი

მესამე წრეშია რაფაელ ნადალიც, რომელმაც ავსტრალიელი მეთიუ ებდენი დაამარცხა. ესპანელმა თავისი თამაში გაცილებით სწრაფად (2 საათში) და ადვილად (6:3, 6:2, 6:2) მოიგო. პარასკევს 32 წლის რაფა პარასკევს ებდენის თანამემამულე ალექს დე მინაურს შეხვდება.

📺 ვიდეო: ებდენი 3:6, 2:6, 2:6 ნადალი

კომენტარები

ბოლო ამბები