Thumbnail

შინჯი კაგავამ ფინტებით პატარა ბიჭუნა მეორედ აატირა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 29 წლის იაპონელი ფეხბურთელი მეგობრის შვილს ამწარებს
  • ბიჭუნას ფეხბურთის თამაში ალბათ აღარასდროს მოუნდება

დორტმუნდის ბორუსიის ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ პატარა ბიჭუნასთან ბურთით თამაშისას, ეს უკანასკნელი ფინტებით ისე გაამწარა, ტირილი დააწყებინა. სავარაუდოდ, ბავშვს ერთ ეპიზოდში მუხლში ფეხბურთელის ფეხი მოხვდა და ეტკინა.

კაგავამ ბიჭუნასთან გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მიაწერა: "შინჯი ცუბასას წინააღმდეგ. რევანში".

ბავშვი, რომელიც ვიდეოში ჩანს, კაგავას ერთ-ერთი მეგობრის შვილია. საინტერესოა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც იაპონელ ფეხბურთელს პატარა ისტერიკამდე მიჰყავს - მასთან 2017 წლის მიწურულსაც ასე ერთობოდა და მაშინაც ყველაფერი ცრემლებით დასრულდა.

შინჯი კაგავას იაპონის ეროვნულ ნაკრებში 90 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი, დორტმუნდის გარდა კი ევროპაში მანჩესტერ იუნაიტედში უთამაშია.

29 წლის ფეხბურთელს  გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სულ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

გამოკითხვა

ვინ გახდება ბუნდესლიგის ბომბარდირი?

  • რობერტ ლევანდოვსკი
  • მარკო როისი
  • ტიმო ვერნერი
  • კევინ ფოლანდი
  • მარიო გომესი
  • ანდრეი კრამარიჩი
  • სანდრო ვაგნერი
  • სხვა ფორვარდი

კომენტარები

ბოლო ამბები